Monday, May 23, 2022

 აზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის სხდომის ოქმი N2


სსიპ იაკობ ტრიპოლსკის სახელობის ფასანაურის საჯარო

სკოლა 14/12/2021 წ.

სხდომის დაწყების დრო: 15.00


სხდომას ესწრებოდნენ:

სკოლის დირექტორი: გელა ქავთარაძე ,დირექტორის მოადგილე:ნინო წიკლაური

კათედრის წევრები:


#

სახელი, გვარი

საგნის დასახელება ; გეოგრაფია

ვარდიკო მელიქიშვილი

ისტორია;

ნათელა ნარიმანიძე, ხათუნა მელიქიშვილი.

სამოქალაქო განათლება_მე და საზოგადოება ;

ნათელა ნარიმანიძე

სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და

მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.

დღის წესრიგი:

Ø საბაზო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის, ისტორიის

შემაჯამებლების განხილვა/შეფასება;

Ø ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურისთვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაში

შემავალი საგნის - „გეოგრაფიის“ შემაჯამებლების განხილვა/შეფასება;


კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:


მომხრე -5

მოწინააღმდეგე- 0

თავი შეიკავა- 0


დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

საკითხი N1. საბაზო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის,

ისტორიის შემაჯამებელი დავალებების /შეფასება.


მომხსენებელი: საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო წიკლაური


მოისმინეს: ბატონი/ქალბატონი ნინო წიკლაურის ინფორმაცია საბაზო საფეხურისათვის ეროვნული

სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის, ისტორიის სასწავლო გეგმის შესახებ. მან განაცხადა,

რომ აღნიშნული კურსის სწავლება მნიშვნელოვანია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, რადგან

ისტორიის შესწავლა მათ განუვითარებს ისტორიული (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური,

კულტურული, რელიგიური) პროცესების ანალიზის უნარს, ასევე მოსწავლეს ჩამოუყალიბებს ისტორიული

ეპოქების აღქმისა და მათი მახასიათებლების ერთმანეთთან შედარების უნარს. შემაჯამებელი წერა კი

მოსწავლეს უვითარებს მნისვნელოვან უნარებს. მოსწავლეები შემაჯამებელ წერებში არც თუ ისე

სახარბიელო შედეგს აჩვენებენ.საჭიროა მეტი მუშაობა ამ მხრივ.


აზრი გამოთქვა: საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრმა ნათელა ნარიმანიძემ მან აღნიშნა,

რომ მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები, თუმცა ამავდროულად მან უნდა

შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების, შეცდომების გაანალიზება და

საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება. ასევე მოსწავლე უნდა ხვდებოდეს, რომ მისი

დასკვნებიც და შეხედულებებიც შეიძლება გადაისინჯოს და სხვა არგუმენტებით გაბათილდეს. ისტორიის

სასწავლო პროგრამა ემსახურება სწორედ იმას, რომ მოსწავლემ შეძლოს ერთი და იმავე ისტორიული

მოვლენის განსხვავებულად ინტერპრეტირება, გაანალიზება და შეფასება: ისტორიულ მოვლენაზე და

პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების ახსნა, განსხვავებული

ინტერპრეტაციების შედარება და შეფასება, ასევე შეძლოს გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი ისტორიული

ფაქტებისა და მოვლენების ცვლილება შეიძლება მოხდეს ახალი წყაროების აღმოჩენისა და მიდგომების

შემუშავების პირობებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსია სრულად პასუხობს

მასწავლებელთა და მოსწავლეთა წინაშე არსებულ გამოწვევებს.ნათელა ნარიმანიძის აზრით, სწავლის

პროცესზე დადებით გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ სასწავლო პროგრამაში დაწვრილებით არის

მოცემული, სწავლების პროცესის შეფასების კომპონენტები, დავალებათა ტიპები და მოთხოვნები,

რომელთაც უნდა აკმაყოფილებდნენ განსაზღვრული დავალებები. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც,

რომ თითოეული თემის დასასრულს მოცემულია სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან

დამაკავშირებელი კითხვები, რომელიც მოსწავლეს ეხმარება უკეთ გაიაზროს სასწავლო პროგრამაში

მოცემული თემები. ასევე სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსიაში სრულყოფილად არის წარმოდგენილი

შემაჯამებელი დავალებები.

აზრი გამოთქვა: ისტორიის მასწავლებელმა ხათუნა მელიქიშვილმა.მან განაცხადა, რომ მისი აზრით

ისტორიის სწავლება დადებითად იმოქმედებს მოსწავლეების გონებრივ განვითარებაზე. ასევე,

აღსანიშნავია, რომ ისტორიის სწავლებისას განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ: მოხდება

წყაროს გარჩევა, ჩატარდება პრეზენტაციები, დისკუსიები, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ

მუზეუმებს, გაკვეთილის მსვლელობისას განახორცილეონ ისტორიული ვიდეომასალისა და ფილმების

გარჩევა; ჩაატარონ გამოკითხვები/კვლევები, დადგან პიესები და განახორცილეონ სხვადასხვა სახის

აქტივობები, რომლებიც მათ დაეხმარებათ უკეთ შეისწავლონ და გაიაზრონ მოცემული თემა თუ დავალება.

კათედრამ დაადგინა ;არსებული საკითხი შეფასდეს დადებითად.

მომხრე;5

წინააღმდეგი;0

თავი შეიკავა:0

2.საკითხი.გეოგრაფიის შემაჯამებელი წერების ანალიზი.

მომხსენებელი: ვ.მელიქიშვილი.ქალბატონმა ვ.მელიქიშვილმა,წარმოაჩინა მეტად პრობლემური

საკითხი,კერძოდ ,მოსწავლეებში,შემაჯამებელ წერებში დაბალი შედეგები .დამსწრე საზოგადოებას

მოახსენა ,რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება

.აუცილებელია დამატებითაზრი გამოთქვა: საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრმა ნათელა

ნარიმანიძემ მან აღნიშნა, რომ მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები,

თუმცა ამავდროულად მან უნდა შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების,

შეცდომების გაანალიზება და საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება. ასევე მოსწავლე უნდა

ხვდებოდეს, რომ მისი დასკვნებიც და შეხედულებებიც შეიძლება გადაისინჯოს და სხვა არგუმენტებით


გაბათილდეს. ისტორიის სასწავლო პროგრამა ემსახურება ი დროის გამოყოფა იმ მოსწავლეთათვის

,რომელთაც დაბალი შედეგები აქვთ.

აზრი გამოთქვა.ქალბატონმა ნ.ნარიმანიძემ და მზაობა გამოთქვა სხვადასხვა

აქტივობებით,დიფერენცირებული მიდგომებით,გაუმჯობესდეს საზოგადოებრივ მეცნიერებებში

მოსწავლეთა დაბალი შედეგები.

საზოგადოებრივმა კათედრამ დაადგინა :არსებული საკითხი შეფასდეს დადებითად.

მომხრე:5

წინააღმდეგი:0

თავიშეიკავა:0

საზოგადოებრივი მეცნიერებების მე-2 შეხვედრა დასრულებულია.

დასრულების დრო:16 სთ.


კათედრის თავმჯდომარე:

კათედრის მდივანი: