ეროვნული სასწავლო გეგმა
1. რომელი მოცემულობაა სწორი ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ?
1. I კარში წარმოდგენილია სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები.
2. II კარში წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების ზოგადი დახასიათება, საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები, საგნის სწავლების ორგანიზება, საგნობრივი სტანდარტები საფეხურების მიხედვით.
3. III კარში წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების საგნობრივი პროგრამები (შემდგომში - საგნობრივი პროგრამები) კლასების მიხედვით.
4. ყველა პასუხი სწორია
2. რომელი მსჯელობაა სწორი?
1. სკოლას ეკრძალება საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების განხორციელება მის მიერ შედგენილი საგნობრივი პროგრამის მიხედვით.
2. სკოლას უფლება აქვს განახორციელოს საგნობრივი სტანდარტი იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ შემუშავებული საგნობრივი პროგრამა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.
3. დასაშვებია ეროვნული სასწავლო გეგმისგან განსხვავებული საგნობრივი პროგრამების შემუშავება როგორც ყველა, ასევე რომელიმე საგანში/საგნებში.
4. კერძო სკოლა (საჯარო სკოლისაგან განსხვავებით) ვალდებულია საგნობრივი პროგრამა შესათანხმებლად წარმოადგინოს სამინისტროში და თავად უზრუნველყოს მოსწავლეები შესაბამისი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.
3. ჩამონათვალიდან რომელია პირობისეული ცოდნის მაგალითი?
1. მოსწავლეს შეუძლია მათემატიკის გაკვეთილზე ნასწავლის გამოყენებით საკუთარ ეზოში აზომვების წარმოება და კლუმბის მშენებლობის დაგეგმვა
2. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს ისტორიული ფაქტები
3. მოსწავლემ იცის 150 ქვეყნის დედაქალაქი
4. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ დაფაზე დაწერილი ტექსტის რვეულში გადაწერა.
4. რომელი განმარტება არის სწორი?
1. თემატური საკვანძო შეკითხვები – აკავშირებს სასწავლო თემას/თემატურ ბლოკს, საკითხებს სტანდარტის შედეგებთან. სავალდებულო ხასიათისაა.
2. საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვები – ისინი თემატური საკვანძო შეკითხვებისგან განსხვავებით არასავალდებულო ხასიათისაა. საფეხურებრივი შეკითხვები განზოგადებულად განსაზღვრავენ ვექტორებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს შედეგებისკენ მიმართავს;
3. შემაჯამებელი კომპლექსური დავალება – განისაზღვრება თემების მიხედვით და წარმოადგენს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას;
4. მკვიდრი წარმოდგენები – განისაზღვრება კონკრეტული გაკვეთილების მიხედვით. ეს არის კონკრეტული წარმოდგენები, რომლებიც გაკვეთილის მსვლელობისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის ხანგრძლივ მეხსიერებაში მის (მოსწავლის) წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით.
5. სრული ზოგადი განათლება არის:
1) ორ საფეხურიანი და ცხრაწლიანი
2) სამსაფეხურიანი და თორმეტწლიანი
3) სავალდებულო საქართველოს ყველამოქალაქისთვის
4) წარმოდგენილი სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებით.
6. დააკავშირეთ ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი უნარები და ღირებულებები მახასიათებლებთან:
1. პრობლემების გადაჭრა | ა) არგუმენტირებულად მსჯელობა, ანუ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება შესაფერისი არგუმენტების, მაგალითების მოყვანით; გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება. |
2. კრიტიკული აზროვნება | ბ) საჭიროების ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება; გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა. |
3. შემოქმედებითი აზროვნება
| გ) მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად(მაგ., ლიდერის); განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა;რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის, გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით. |
4. თანამშრომლობა | დ) ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა; სწრაფვა გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ;
|
7. რომელი მოცემულობაა სწორი?
1. ზოგადი წიგნიერება გულისხმობს ქსელური ძიების, მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების შექმნისა და მათი ელექტრონული დამუშავების პროგრამების გამოყენების უნარს.
2. საგანთა სწავლებისას რეკომენდებულია მხოლოდ ბეჭდური ტექსტების გამოყენება. მათი დამუშავება, გააზრება-გამოყენება და შექმნა მოსწავლეებს განუვითარებს ციფრული წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარებს.
3. ციფრული წიგნიერება გულისხმობს კითხვის, წერის, ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანისა და გაზიარების უნარი.
9. მედიაწიგნიერება გულისხმობს მულტიმედიური ტექსტების (რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს) აღქმა-გააზრების, ინტერპრეტირების, გამოყენებისა და შექმნის უნარს, ასევე მედიასამყაროში ორიენტირების, სწორი არჩევანის გაკეთების.
8. ბილინგვური განათლება გულისხმობს:
1. სწავლა-სწავლების პროცესში ორი ენის გამოყენებას
2. სწავლა-სწავლებაში მრავალი ენის გამოყენებას
3. სწავლა-სწავლების პროცესში მშობლიური ენის გამოყენებას
9. რა შეუძლია მოიმოქმედოს სკოლამ ბილინგვური განათლების მოდელის დანერგვისას?
1. მოზარდს უნდა მისცეს შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე დაეუფლოს წიგნურ მეტყველებას ასაკის შესაბამისად.
2. თუ ქართულენოვან სკოლაში/სექტორზე სწავლობენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები, სკოლა უფლებამოსილია მათ შესთავაზოს მშობლიური ენის საგნის სწავლება იმავე ან განსხვავებული საათობრივი დატვირთვით, ვიდრე მოცემულია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების საათობრივ ბადეში საგნისთვის „ეროვნული უმცირესობების ენა“.
3. საგნისთვის „ეროვნული უმცირესობის ენა“ მოსწავლეთა ჯგუფი შესაძლებელია დაკომპლექტდეს ერთი ან რამდენიმე კლასიდან და მათი რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 18. 4. საგნის „ეროვნული უმცირესობის ენა“ შემოტანის შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ეცნობოს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტს.
10. დააჯგუფეთ ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები მათ მახასიათებლებთან:
| ა) ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა წინარე ცოდნის საშუალებით ხორციელდება. წინარე ცოდნა განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი. |
| ბ) მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს. |
| გ) სწავლის პროცესში მართებული ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედობაუნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს მათ შორის, საუკეთესოს აღმოჩენაში. |
No comments:
Post a Comment