Monday, May 23, 2022

 აზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის სხდომის ოქმი N2


სსიპ იაკობ ტრიპოლსკის სახელობის ფასანაურის საჯარო

სკოლა 14/12/2021 წ.

სხდომის დაწყების დრო: 15.00


სხდომას ესწრებოდნენ:

სკოლის დირექტორი: გელა ქავთარაძე ,დირექტორის მოადგილე:ნინო წიკლაური

კათედრის წევრები:


#

სახელი, გვარი

საგნის დასახელება ; გეოგრაფია

ვარდიკო მელიქიშვილი

ისტორია;

ნათელა ნარიმანიძე, ხათუნა მელიქიშვილი.

სამოქალაქო განათლება_მე და საზოგადოება ;

ნათელა ნარიმანიძე

სხდომა გახსნა კათედრის თავმჯდომარემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და

მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.

დღის წესრიგი:

Ø საბაზო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის, ისტორიის

შემაჯამებლების განხილვა/შეფასება;

Ø ეროვნული სასწავლო გეგმის საბაზო საფეხურისთვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაში

შემავალი საგნის - „გეოგრაფიის“ შემაჯამებლების განხილვა/შეფასება;


კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:


მომხრე -5

მოწინააღმდეგე- 0

თავი შეიკავა- 0


დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

საკითხი N1. საბაზო საფეხურისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის,

ისტორიის შემაჯამებელი დავალებების /შეფასება.


მომხსენებელი: საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო წიკლაური


მოისმინეს: ბატონი/ქალბატონი ნინო წიკლაურის ინფორმაცია საბაზო საფეხურისათვის ეროვნული

სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის, ისტორიის სასწავლო გეგმის შესახებ. მან განაცხადა,

რომ აღნიშნული კურსის სწავლება მნიშვნელოვანია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, რადგან

ისტორიის შესწავლა მათ განუვითარებს ისტორიული (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური,

კულტურული, რელიგიური) პროცესების ანალიზის უნარს, ასევე მოსწავლეს ჩამოუყალიბებს ისტორიული

ეპოქების აღქმისა და მათი მახასიათებლების ერთმანეთთან შედარების უნარს. შემაჯამებელი წერა კი

მოსწავლეს უვითარებს მნისვნელოვან უნარებს. მოსწავლეები შემაჯამებელ წერებში არც თუ ისე

სახარბიელო შედეგს აჩვენებენ.საჭიროა მეტი მუშაობა ამ მხრივ.


აზრი გამოთქვა: საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრმა ნათელა ნარიმანიძემ მან აღნიშნა,

რომ მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები, თუმცა ამავდროულად მან უნდა

შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების, შეცდომების გაანალიზება და

საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება. ასევე მოსწავლე უნდა ხვდებოდეს, რომ მისი

დასკვნებიც და შეხედულებებიც შეიძლება გადაისინჯოს და სხვა არგუმენტებით გაბათილდეს. ისტორიის

სასწავლო პროგრამა ემსახურება სწორედ იმას, რომ მოსწავლემ შეძლოს ერთი და იმავე ისტორიული

მოვლენის განსხვავებულად ინტერპრეტირება, გაანალიზება და შეფასება: ისტორიულ მოვლენაზე და

პიროვნებაზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზების ახსნა, განსხვავებული

ინტერპრეტაციების შედარება და შეფასება, ასევე შეძლოს გააცნობიეროს, რომ ნებისმიერი ისტორიული

ფაქტებისა და მოვლენების ცვლილება შეიძლება მოხდეს ახალი წყაროების აღმოჩენისა და მიდგომების

შემუშავების პირობებში.

მან ასევე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსია სრულად პასუხობს

მასწავლებელთა და მოსწავლეთა წინაშე არსებულ გამოწვევებს.ნათელა ნარიმანიძის აზრით, სწავლის

პროცესზე დადებით გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ სასწავლო პროგრამაში დაწვრილებით არის

მოცემული, სწავლების პროცესის შეფასების კომპონენტები, დავალებათა ტიპები და მოთხოვნები,

რომელთაც უნდა აკმაყოფილებდნენ განსაზღვრული დავალებები. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც,

რომ თითოეული თემის დასასრულს მოცემულია სასწავლო თემის სტანდარტის შედეგებთან

დამაკავშირებელი კითხვები, რომელიც მოსწავლეს ეხმარება უკეთ გაიაზროს სასწავლო პროგრამაში

მოცემული თემები. ასევე სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსიაში სრულყოფილად არის წარმოდგენილი

შემაჯამებელი დავალებები.

აზრი გამოთქვა: ისტორიის მასწავლებელმა ხათუნა მელიქიშვილმა.მან განაცხადა, რომ მისი აზრით

ისტორიის სწავლება დადებითად იმოქმედებს მოსწავლეების გონებრივ განვითარებაზე. ასევე,

აღსანიშნავია, რომ ისტორიის სწავლებისას განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები, კერძოდ: მოხდება

წყაროს გარჩევა, ჩატარდება პრეზენტაციები, დისკუსიები, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ

მუზეუმებს, გაკვეთილის მსვლელობისას განახორცილეონ ისტორიული ვიდეომასალისა და ფილმების

გარჩევა; ჩაატარონ გამოკითხვები/კვლევები, დადგან პიესები და განახორცილეონ სხვადასხვა სახის

აქტივობები, რომლებიც მათ დაეხმარებათ უკეთ შეისწავლონ და გაიაზრონ მოცემული თემა თუ დავალება.

კათედრამ დაადგინა ;არსებული საკითხი შეფასდეს დადებითად.

მომხრე;5

წინააღმდეგი;0

თავი შეიკავა:0

2.საკითხი.გეოგრაფიის შემაჯამებელი წერების ანალიზი.

მომხსენებელი: ვ.მელიქიშვილი.ქალბატონმა ვ.მელიქიშვილმა,წარმოაჩინა მეტად პრობლემური

საკითხი,კერძოდ ,მოსწავლეებში,შემაჯამებელ წერებში დაბალი შედეგები .დამსწრე საზოგადოებას

მოახსენა ,რომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება

.აუცილებელია დამატებითაზრი გამოთქვა: საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრმა ნათელა

ნარიმანიძემ მან აღნიშნა, რომ მოსწავლემ აუცილებელია გაიგოს და გაიაზროს ისტორიული ფაქტები,

თუმცა ამავდროულად მან უნდა შეძლოს წარსულის მოვლენების სხვადასხვა მოსაზრებების, ვერსიების,

შეცდომების გაანალიზება და საკუთარი დამოუკიდებელი დასკვნების გაკეთება. ასევე მოსწავლე უნდა

ხვდებოდეს, რომ მისი დასკვნებიც და შეხედულებებიც შეიძლება გადაისინჯოს და სხვა არგუმენტებით


გაბათილდეს. ისტორიის სასწავლო პროგრამა ემსახურება ი დროის გამოყოფა იმ მოსწავლეთათვის

,რომელთაც დაბალი შედეგები აქვთ.

აზრი გამოთქვა.ქალბატონმა ნ.ნარიმანიძემ და მზაობა გამოთქვა სხვადასხვა

აქტივობებით,დიფერენცირებული მიდგომებით,გაუმჯობესდეს საზოგადოებრივ მეცნიერებებში

მოსწავლეთა დაბალი შედეგები.

საზოგადოებრივმა კათედრამ დაადგინა :არსებული საკითხი შეფასდეს დადებითად.

მომხრე:5

წინააღმდეგი:0

თავიშეიკავა:0

საზოგადოებრივი მეცნიერებების მე-2 შეხვედრა დასრულებულია.

დასრულების დრო:16 სთ.


კათედრის თავმჯდომარე:

კათედრის მდივანი:

Thursday, May 12, 2022


 


 


 


 


 

 ეროვნული სასწავლო გეგმა   

 

1. რომელი მოცემულობაა სწორი ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ? 

1. I კარში წარმოდგენილია სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები 

2. II კარში წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების ზოგადი დახასიათება, საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები, საგნის სწავლების ორგანიზება, საგნობრივი სტანდარტები საფეხურების მიხედვით.  

3. III კარში წარმოდგენილია საგნობრივი სასწავლო გეგმების საგნობრივი პროგრამები (შემდგომში - საგნობრივი პროგრამები) კლასების მიხედვით.  

4. ყველა პასუხი სწორია 

 

2. რომელი მსჯელობაა სწორი? 

1.  სკოლას ეკრძალება საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნების განხორციელება მის მიერ შედგენილი საგნობრივი პროგრამის მიხედვით. 

 2. სკოლას უფლება აქვს განახორციელოს საგნობრივი სტანდარტი იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ შემუშავებული საგნობრივი პროგრამა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.  

3. დასაშვებია ეროვნული სასწავლო გეგმისგან განსხვავებული საგნობრივი პროგრამების შემუშავება როგორც ყველა, ასევე რომელიმე საგანში/საგნებში. 

4. კერძო სკოლა (საჯარო სკოლისაგან განსხვავებით) ვალდებულია საგნობრივი პროგრამა შესათანხმებლად წარმოადგინოს სამინისტროში და თავად უზრუნველყოს მოსწავლეები შესაბამისი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში. 

 

3. ჩამონათვალიდან რომელია პირობისეული ცოდნის მაგალითი? 

1. მოსწავლეს შეუძლია მათემატიკის გაკვეთილზე ნასწავლის გამოყენებით საკუთარ ეზოში აზომვების წარმოება და კლუმბის მშენებლობის დაგეგმვა 

2. მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს ისტორიული ფაქტები 

3. მოსწავლემ იცის 150 ქვეყნის დედაქალაქი 

4. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ დაფაზე დაწერილი ტექსტის რვეულში გადაწერა. 

 

4. რომელი განმარტება არის სწორი? 

1. თემატური საკვანძო შეკითხვები აკავშირებს სასწავლო თემას/თემატურ ბლოკს, საკითხებს სტანდარტის შედეგებთან. სავალდებულო ხასიათისაა.  

2. საფეხურებრივი საკვანძო შეკითხვები ისინი თემატური საკვანძო შეკითხვებისგან განსხვავებით არასავალდებულო ხასიათისაა. საფეხურებრივი შეკითხვები განზოგადებულად განსაზღვრავენ ვექტორებს, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს შედეგებისკენ მიმართავს; 

3. შემაჯამებელი კომპლექსური დავალება განისაზღვრება თემების მიხედვით და წარმოადგენს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას; 

4. მკვიდრი წარმოდგენები განისაზღვრება კონკრეტული გაკვეთილების  მიხედვით. ეს არის კონკრეტული წარმოდგენები, რომლებიც გაკვეთილის მსვლელობისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის  ხანგრძლივ მეხსიერებაში მის (მოსწავლის) წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით.  

 

5.  სრული ზოგადი განათლება არის: 

 1) ორ საფეხურიანი და ცხრაწლიანი 

2) სამსაფეხურიანი და თორმეტწლიანი 

3) სავალდებულო საქართველოს ყველამოქალაქისთვის 

4) წარმოდგენილი სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებით. 

 

6. დააკავშირეთ ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლი უნარები და ღირებულებები მახასიათებლებთან: 

1. პრობლემების გადაჭრა 

ა) არგუმენტირებულად მსჯელობა, ანუ საკუთარი მოსაზრებების  დასაბუთება შესაფერისი არგუმენტების, მაგალითების მოყვანით; გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება. 

2. კრიტიკული აზროვნება 

  ბ) საჭიროების ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება; გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა. 

3. შემოქმედებითი აზროვნება 

  

 გ) მზაობა ჯგუფში/გუნდში  სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად(მაგ., ლიდერის); განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა;რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება  პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის,   გადაწყვეტილებათა  ერთობლივად მიღების მიზნით. 

4. თანამშრომლობა 

დ) ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა; სწრაფვა გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ; 

 

 

7. რომელი მოცემულობაა სწორი? 

1. ზოგადი წიგნიერება გულისხმობს ქსელური ძიების, მრავალგვარი ფორმის ელექტრონული ტექსტების შექმნისა და მათი ელექტრონული დამუშავების პროგრამების გამოყენების უნარს.  

2. საგანთა სწავლებისას რეკომენდებულია მხოლოდ ბეჭდური ტექსტების გამოყენება. მათი დამუშავება, გააზრება-გამოყენება და შექმნა მოსწავლეებს განუვითარებს ციფრული წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარებს.  

3. ციფრული წიგნიერება გულისხმობს კითხვის, წერის, ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანისა და გაზიარების უნარი.  

9. მედიაწიგნიერება გულისხმობს მულტიმედიური ტექსტების (რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს) აღქმა-გააზრების, ინტერპრეტირების, გამოყენებისა და შექმნის უნარს, ასევე მედიასამყაროში ორიენტირების, სწორი არჩევანის გაკეთების.  

 

8. ბილინგვური განათლება გულისხმობს: 

1. სწავლა-სწავლების პროცესში ორი ენის გამოყენებას 

2. სწავლა-სწავლებაში მრავალი ენის გამოყენებას 

3. სწავლა-სწავლების პროცესში  მშობლიური ენის გამოყენებას 

 

9. რა შეუძლია მოიმოქმედოს სკოლამ ბილინგვური განათლების მოდელის დანერგვისას?  

1. მოზარდს უნდა მისცეს შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე დაეუფლოს წიგნურ მეტყველებას ასაკის შესაბამისად.  

2. თუ ქართულენოვან სკოლაში/სექტორზე სწავლობენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები, სკოლა უფლებამოსილია მათ შესთავაზოს მშობლიური ენის საგნის სწავლება იმავე ან განსხვავებული საათობრივი დატვირთვით, ვიდრე მოცემულია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების საათობრივ ბადეში საგნისთვის „ეროვნული უმცირესობების ენა“.  

3. საგნისთვის „ეროვნული უმცირესობის ენა“ მოსწავლეთა ჯგუფი შესაძლებელია დაკომპლექტდეს ერთი ან რამდენიმე კლასიდან და მათი რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 18. 4. საგნის „ეროვნული უმცირესობის ენა“ შემოტანის შემთხვევაში ეს ინფორმაცია უნდა ეცნობოს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტს.  

 

10. დააჯგუფეთ ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები მათ მახასიათებლებთან: 

  1. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. 

ა) ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა წინარე ცოდნის საშუალებით ხორციელდება. წინარე ცოდნა განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი. 

  1. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას. 

ბ) მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს. 

  1. სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. 

გ) სწავლის პროცესში მართებული ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედობაუნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს მათ შორის, საუკეთესოს აღმოჩენაში.