Tuesday, March 15, 2022

 ჩემი საქართველო აქ არის!





საქართველო  ჩემი პატარა საქართველო...რომლის ფართობიც სულ რაღაც 69700 კვ.კილომეტრია ,მდებარეობს ევროპისა და აზიის შესაყარზე.მოსახლეობა კი 3 მილიონ 600 ათასი კაცი.საქართველოში ქართველების გარდა 80 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს.

საქართველო 12 რეგიონს მოიცავს .

ყველაზე მაღალი მწვერვალი -შხარა.

ყველაზე დაბალი ადგილი -ტერიტორია ფოთსა და ყულევს შორის.

ყველაზე მშრალი ადგილი -ელდარის დაბლობი.

ყველაზე ნესტიანი ადგილი-მთა მტირალა.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა-ყაზბეგი.

ყველაზე მაღალი ტემპერატურა -სოფელი ლათა (აფხაზეთი).

ყველაზე დიდი ტბა ფართობით-ფარავანი.

ყველაზე ღრმა ტბა -რიწა.

ყველაზე ღვარცოფული მდინარე -დურუჯი.

ყველაზე სწრაფი მდინარე-ნენსკრა.

ყველაზე დიდი რეგიონი ფართობით-კახეთი.

ყველაზე პატარა -თბილისი

ყველაზე გრძელი მდინარე -ალაზანი/

ყველაზე წყალუხვი მდინარე -რიონი.

ყველაზე დიდი წყალსაცავი-წალკის

ყველაზე მამაცი ხალხი-მთიულები...



საქართველო თითქმის თანაბარდ არის დაშორებული ,როგორც ჩრდილოეთ პოლუსიდან ისე ეკვატორიდან.

საქართველო მდებარეობს იმ უძველეს გზაჯვარედინზე ,რომელიც აკავშირებდა ჩრდილოეთსა და სამხრეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გადიოდა უძველესი მაგისტრალი აბრეშუმის გზა.

 


საქართველოს შავი ზღვით შეუძლია შავიზღვისპირეთის ქვეყნებს დაუკავშირდეს. 

მდინარე დუნაის მეშვეობით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის ქვეყნებს. 


ბოსფორის და დარდანელის სრუტით კი ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებს.

 ,ხოლო გიბლარტარით მთელს მსოფლიოს უკავშირდება.

 

საქართველო მეტად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს.გამომდინარე იქიდან,რომ ქვეყანას შავი ზრვა აკრავს მის დასავლეთ ნაწილში სუბტოპიკული ჰავაა გავრცელებული.ლიხის ქედის გავლენით ,რომელიც საქართველოს ორ ნაწილად ყოფს ,აღმოსავლეთის ჰავა კონტინენტურია .მხოლოდ კახეთის რეგიონზე ვრცელდება კასპიის ზღვიდან შემოსული სუბტროპიკული ჰაერის მასები,რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი კულტურების გავრცელებას.

საქართველოში სულ 11 ტიპის ჰავაა გავრცელებული,შესაბამისად ლანდშაფტიც მრავალფეროვანია. 

 

ჩვენს ქვეყანაში 26000 მდინარეა.აქედან 17000 დასავლეთ საქართველოშია.ტბების რაოდენობა 860,მყინვარი კი 786 .სწორედ მყინვარების მეშვეობით გვაქვს ამდენი მდინარე.

საქართველო მდიდარია: ოქროს, რკინის,ტყვიის ,თუთიის,ვერცხლისწყლის,ქვანახშირის, მანგანუმის,მარმარილოს.ტუფის ,დარიშხანის,აქატის,კვარცის,ბარიტის,სპილენძის,ანდეზიტის,ბეტონიტური თიხების,მოსაპირკეთებელი სამშენებლო ქვების, მინერალური წყლის რესურსებით და.ა.შ

საქართველოს ტერიტორია მდიდარია მცენარეული საფარით.აქ მრავლად გვხვდება როგორც ადგილობრივი ისე წარსული დროიდან შენარჩუნებული მცენარეები,რომელთა რიხვი 380 მდეა.

 ბიჭვინთის ფიჭვი. კოლხური ბზა კოლხური მუხა

 ჩვენს ქვეყანაში13300 სახეობის მცენარეა.

ასობით ენდემური ცხოველი და ფრინველია.


 


 

მე მოგიყევით საქართველოს მრავალფეროვნების ,მცირე ნაწილზე.მის სტრატეგიულ მდებარეობაზე,რესურსებზე...მაგრამ არაფერი არ მითქვამს ჩვენს კულტურაზე,ენაზე,სარწმუნოებაზე,ტრადიციებზე,ღირსშესანიშნაობებზე,ეროვნულ საგანძურზე ,გმირებზე...ადამიანებზე რომლეთა სისხლით მოწყულ მიწაზე დავდივართ...არ მითქვამს როგორ გვტაცებენ ნაკუწ-ნაკუწ ჩვენს კუთვნილ მიწას,როგორ შემცირდა წარსულში, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქვეყანა.რამდენი ომი და ბრძოლა გამოვიარეთ.როგორ გვტკივა ჩვენი ტაო,ჰერეთი ,სამაჩაბლო და აფხაზეთი...

და ბოლოს ჩემს სიტყვას იოსებ გრიშაშვილის ლექსით დავასრულებ

,,ეს მთაც ჩემია,ეს ხე ჩემია

მე ვიმეორებ ყოველ ცისმარე

სხვის მიწის ხვეჭა ჩვენ არ გვჩვევია,

ჩვენ საკუთარი ჩვენიც ვიკმარეთ“.

მადლობა ყურადღებისთვის.


No comments:

Post a Comment