საგანი -გეოგრაფია
კლასი-IX
ძირითადი რესურსი:სახელმძღვანელო.გამომცემლობა ბაკურ სულაკაური.ავტორები:მაია ბლიაძე ,დავით კერესელიძე ,მანანა სეხნიაშვილი.
გეოგრაფია IXკლასი
თემა
საქართველო
კომპლექსური დავალება
,,ლაგოდეხის ნაკრძალი“
სამიზნე ცნება;გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი,გეოგრაფიული გარსი,მდგრადი განვითარება,მოსახლეობა და მეურნეობა.გეოგრაფიული მოვლენა.
პარაგრაფი
საათების რაოდენობა 8
თემა საქართველო(ბუნებრივი და საზოგადოებრივი სისტემები).
მთავარი საკითხი:ლაგოდეხის ნაკრძალი
ქვეცნება:დაცული ტერიტორია
ქვესაკითხები:ბუნების ძეგლები,რელიქტური ფლორა და ფაუნა.
გრძელვადიანი მიზნები;
სამიზნე ცნება; გეოგრაფიული გარსი
შედეგი;4,9.10.
ვაშლოვნის ნაკრძალი გამორჩეული და უნიკალური ადგილია.რომლის მსგავსაც მთელს საქართველოს ტერიტორიაზე ვერ ნახავთ.ლაგოდეხის ნაკრძალში პირვანდელი სახით შემორჩენილია ხელუხლებელი ლანდშაფტი.აქ თავს იყრის საქართველოს რელიქტური და ენდემური ფლორისა და ფაუნის სახეობები.ერთი შეხედვით იფიქრებ რომ სხვა კონტინენტზე მოხვდი,რადგან ამ სახით შენარჩუნებული სუბტროპიკული ტყის ზონა სხვაგან არსად გვხვდება.
წარმოიდგინე რომ ოჯახის წევრებთან ერთად იმოგზაურე ამ ჯადოსნურ ადგილას.შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდი და გინდა ,რომ შენმა თანასკოლელებმაც გაიგონ ამ სილამაზის შესახებ.შეეცადე შექმნა ხელნაკეთი გზამკვლევი მოსწავლეთათვის.
ნაშრომში ,ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე;
1.როგორ ვლინდება გეოგრაფიული გარსის ურთიერთდამოკიდებულება ლაგოდეხის ნაკრძალის მაგალითზე.(გეოგრაფიული გარსი; მკვიდრი წარმოდგენა 1)
2.როგორ ზემოქმედებს ადამიანი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ლანდშაფტზე.(მკვიდრი წარმოდგენა2).
მკვიდრი წარმოდგენები:
1.გეოგრაფიული გარსი შედგება გეოსფეროებისაგან(ლითოსფერო,ატმოსფერო,ჰიროსფერო,ბიოსფერო),რომელსაც ახასიათებს მთელი რიგი კანონზომიერებები.
2.ადამიანების წყალობით ყალიბდება ნოოსფერო.გონების სფერო,რომელიც ზემოქმედებს ხვა სფეროებზე.
გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი;
1.გეოგრაფიული კვლევა ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენებისა დაპროცესების დაკვირვებას გაანალიზებას და შესწავლას გულისხმობს.
2.გეოგრაფიული კვლევისთვის მონაცემების მოპოვება შესაძლებელია,სხვადასხვა მოვლენებზე უშუალო დაკვირვებით.სხვადასხვა რუკისა დაინფორმაციის წყაროს(ცხრილის,სქემის,დიაგრამის ,გრაფიკის,ფოტოს) გამოყენებით.
3.გეოგრაფიული კვლევის შედეგები სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოისახოს:რუკა,ცხრილი,გრაფიკი...
4.გეოგრაფიულ კვლევას ხშირად პრაქტიკული დანიშნულება აქვს.მისი საშუალებით შეიძლება სხვადასხვა მოვლენისა და პოცესების შედეგების პროგნოზირება.
პროვოცირება
1.ეტაპი .აქტივობა.1.კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა.
2.აქტივობა.ხელნაკეთ გზამკვლევზე დაკვირვება .3.შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
4.რესურსების გაცნობა.5.როგორი იქნება გზამკვლევი.
საკვანძო შეკითხვა
როგორ წარმოვაჩინო ჩემი გზმკვლევი,ისე რომ დავაინტერესო ჩემი თანატოლები ლაგოდეხის მრავალფეროვანი ბუნებით?
2 ეტაპი.
სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები.
1.რა არის გზამკვლევი?
2.გაქვთ თუარა გზამკვლევზე მუშაობის გამოცდილება?
3.როგორია ხელნაკეთი გზამკვლევის სტრუქტურა?
4.რა განსხვავებას ხედავ,ელექტრონულსა და ხელნაკეთ გზამკვლევს შორის?
5.რა უნდა გაითვალისწინო გზამკვლევზე მუშაობის დროს?რესურსი.
6.როგორ გამოიყენებ პრეზენტაციისთვის შენს გზამკვლევს?
3 ეტაპი.კომპლექსური დავალების შინაარსი.
როგორ ვლინდება,გეოგრაფიული გარსის სფეროების ურთიერთდამოკიდებულება და მთლიანობა ლაგოდეხის ნაკრძალსა და აღკვეთილს შორის?
რესურები 3 ეტაპისთვის
სახელმძღვანელოდან პარაგრაფები;&8ენდემური დარელიქტური ფლორა და ფაუნა.გვ44.&22ელდარის დაბლობი.
სტატია- ლაგოდეხის ნაკრძალი
ვიდეორგოლი -ლაგოდეხის ნაკრძალი
ვასილ მაღლაფერიძის დოკუმენტური ფილმი
იდეები აქტივობისათვის.
1 აქტივობა.წინარე ცოდნის გააქტიურება
2.აქტივობა.რუკებზე მუშაობა.ლაგოდეხის ტერიტორიის საზღვრების განსაზღვრა.
3.აქტივობა.ტექსტის ანალიზი.ადგენს მარშუტებს.ეცნობა ფოტოებს ვიდეოებს.
სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები.
1.რა არის ბუნებრივი ზონა?
2.რომელი ბუნებრივი ზონებია დედამიწაზე?
3.რომელი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები იწოდებიან რელიქტურ და ენდემურ სახეობებად?
4.რა არის ნაკრძალი ,აღკვეთილი,პარკი,ბუნების ძეგლი?დაცული ტერიტორია?
5.რომელ წელს დაარსდა და ვის მიერ ლაგოდეხის ნაკრძალი?
6.როგორი ბუნებრივი ზონები,ლანდშაფტები და რელიეფის ფორმები გვხვდება კახეთის ტერიტორიაზე?
როგორ ზემოქმედებს ადამიანი ლაგოდეხის ნაკრძ
ალზე?
რესურსი.#8 პარაგრაფი.ფლორა და ფაუნა
ვიდეორგოლი.
აქტივობა .გონებრივი იერიში.ანალიზი.პრობლემების მოგვარების სტრატეგიები.
შეკითხვები თემის საპასუხოდ
რა გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ნაკრზალის ტერიტორიაზე.
რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად?
ვინ იცავს დაცულ ტერიტორიებს?
კითხვები მოსწავლის შეფასებისთვის:
1.რამდენად საინტერესო იყო დავალება.
2.გზამკვლევზე მუშაობისას რა სირთულეებს წააწყდი?
3.აღწერე რა პროდუქტი შექმენი?
4.რას გააკეთებდი სხვაგვარად თავიდან რომ დაგეწყო მუშაობა?
5.შენი აზრით დაინტერესდებიან შენი თანატოლები შენს მიერ შექმნილი გზამკვლევით?
6.კმაყოფილი ხარ თუ არა შენს მიერ გაწეული შრომით და შექმნილი პროდუქტით?
შეფასების კრიტერიუმები
1აბსტრაქტული დონე. მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხი.არსობრივი მახასიათებლები,რაც მის ცოდნის განზოგადებისა და მისი დეკონსტრუიზების,მაგალითების შედარების საშუალებას აძლევს,უკავშირებს განსახილველ საკითხებს საკუთარ პირად გამოცდილებას.
2.მიმარტებითი დონე.მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი.ხედავს ურთიერთმიმართებას საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.
3.მულტიკულტურული დონე.მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე
უსისტემო ერთმანეთთან დაუკავშირებელი ასოციაცია,წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
4.უნისტრუქტურული დონე.მოსწავლეს აქვს მხოლოდ მცირე წარმოდგენა არსებულ საკითხთან დაკავშირებით.
5.პრესტრუქტურული დონე.მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.
განმავითარებელი შეფასება აღწერილობა
მოსწავლე სიღრმისეულად ჩაწვდა დავალების არსს .ინფორმაცია მოიძია.ვიდეორესურსები და დამატებითი ლიტერატურა გამოიყენა ,გამოიკვლია,დააგინა,გაიაზრა,გაანალიზა,შეაფასა,დასახა სტრატეგია და შექმნა საბოლოო პროდუქტი ლაგოდეხის ნაკრძალის გზამკვლევი.
კ ო მ ე ნ ტ ა რ ი მოსწავლეს
ყოჩაღ ! დასრულებული სახე აქვს გზამკვლევს.მიუხედავად სიძნელეებისა შესანიშნავად გაართვი თავი დავალებას.დარწმუნებული ვარ შენს მიერ შექმნილი გზამკვლევი აუცილებლად დააინტერესებს არა მხოლოდ მოსწავლეებს არამედ უფროსებსაც . მადლობა გაწეული შრომისთვის.
სირთულეები როგორც მასწავლებლის:1არ ვიცოდი როგორ გავართმევდით სამუშაოს თავს ,ვინაიდან როგორც ჩემთვის ისე მოსწავლისათვის პირველი დავალება იყო.2.მეშინოდა ,რომ მოსწავლე ვერ დაუკავშირებდა ინფორმაციას არსებულ საკითხებს.ასევე დააკოპირებდა ინტერნეტიდან წაკითხული ინფორმაციას.3.არ გვეყოფოდა 8 საათი დავალების შესასრულებლად.
სირთულეები რომელიც შეხვდა მოსწავლეს:გაუჭირდა დავალების გააზრება.
რადგან არ ყავს თანაკლასელი ვერ თანამშრომლობდა რიგ საკითხებზე,ამიტომ ამ შემთხვევაში მე ვიყავი მისი თანაკლასელიც და მასწავლებელიც.
გაუჭირდა დამოუკიდებლად აეკინძა გზამკვლევი.ამიტომ ერთად ავკინძეთ.
ჩემი თვითშეფასება:მიუხედავად დავალების შესრულების დროს არსებული ხარვეზებისა გავართვი თავი.,ცხრილები რომლსაც მასწავლებელთა სახლი გვთავაზობს,დამაბნეველი და დამთრგუნველია.ვფიქრობ აქ მატრიცებს მხოლოდ ოფიციალური სახე აქვს .სასკოლო პრაქტიკაში რთულად გამოსაყენებელია.ამიტომ დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად პროექტის,თუნდაც სლაიდის სახით წარმოგიდგინეთ.ვიცი რომ მაქვს ხარვეზები,ვფიქრობ დავხვეწავ და შემდგომში უკეთესი სახით მოვიტან თქვენამდე. მადლობა დროის დათმობისთვის.
No comments:
Post a Comment